Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თავს უკეთ ვაკონტროლებ, რომ არ ჩავცეცხლო“ – როგორ დაიკლო ბავშვის გაჩენის შემდეგ მომღერალმა

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალბედა დედა, ცნობილი მომღერალი ნინა სუბლატი მშობიარობიდან რამდენიმე თვეში საოცარ ფორმაშია. ნახეთ მისი გახდომის საიდუმლო.

მომღერალი ნინა სუბლატი ბავშვის გაჩენის შემდეგ მალევე ჩადგა სასურველ ფორმაში. საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი იყო, თუ როგორ მოახერხა მან წონაში დაკლება. ნინამ ყველას ერთად „ინსტაგრამიდან“ უპასუხა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

აღმოჩნდა, რომ მომღერალი იმ ცნობილი ქართველებისნაირად იკვებება, ვინც 18-საათიანი შუალედით მიირთმევს, მეტი სიმარტივისთვის კი აპლიკაციას იყენებს, რომელიც დეტალებს ახსენებს და თავსაც უფრო უკეთ აკონტროლებს.

ნინა სუბლატს და გიორგი შამანაურს ვაჟი 26 აგვისტოს ეყოლათ. მუსიკოსების ვაჟი დედას „ერთი-ერთში“ ჰგავს. ნინამ სულ ცოტა ხნის წინ უსაყვარლესი ფოტო გამოაქვეყნა. პატარა ბიჭუნას დედასავით ლურჯი თვალები და ქერა თმა აქვს.

ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა. ბიჭუნას ალექსანდრე დაარქვეს. მომღერალმა ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე ემოციური პოსტი დაწერა, მათ შორის თაყვანისმცემლებისთვის გამოკითხვა ჩაატარა. ის ამ ტიპის კომუნიკაციას „ფოლოვერებთან“ არ წყვეტს. აღმოჩნდა, რომ ნინამ ფეხმძიმობის პერიოდში 20 კილოგრამი მოიმატა. ახლა შვილს უვლის და არასასურველ წონასაც საკუთარი ძალებით ებრძვის.

წარმატებული მომღერალი ფეხმძიმობის პერიოდში დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის გავრცელების დროს მისი ნათესავი დაინფიცირდა, რის გამოც ნინა სუბლატი რამდენიმე კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0