Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მანიკა ასათიანს უსიმპათიურესი მამა ჰყოლია – აი თურმე ვის ჰგავს მოდელი

© Photo: Manika Asatiani / FBმანიკა ასათიანი
მანიკა ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანიკა ასათიანმა სოციალურ ქსელში მამასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ნახეთ როგორ გამოიყურება მოდელისა და ტელეწამყვანის ახალგაზრდა მამა.

„შვილიშვილებთან ერთად სულ სხვა სამყაროში ვარ... პამპერსის გამოცვლაც არ მიტყდება“, – ეს სიტყვები ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცს ეკუთვნის, ის მანიკა ასათიანის მამაა. კახა ასათიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ „ეკა ხოფერიას შოუში“ გაიცნო.

კახა ასათიანი პროფესიით ექიმია. ის ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა და 19 წლის ასაკში უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა. როგორი ურთიერთობა აქვს შვილებთან და როგორი ბაბუაა – სწორედ ამ გადაცემიდან გამოაქვეყნა ფოტოები მანიკამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და ანი ასათიანი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მშობლებთან შედარებით მანიკა მას ხშირად ახსენებს. მოდელს სახელი მანიკა სწორედ უფროსმა დამ დაარქვა. აღმოჩნდა, რომ მანიკა ასათიანს უმშვენიერესი მშობლები ჰყოლია. სურათის მიხედვით, ტელესახე მამას ძალიან ჰგავს.

მანიკას თქმით, ახალ სახლში ბექას დიდ ოჯახთან ერთად იცხოვრებს. მანიკას მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

ყველა ახალი ამბავი
0