21 იანვარი იუსტიციის ყოფილი მინისტრის და ამჟამად პარლამენტის წევრის თეა წულუკიანის დაბადების დღეა. მეუღლემ პოლიტიკოსს დაბადების დღე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიულოცა.
თეა წულუკიანი და ნუგზარ კაკულია 2016 წელს დაქორწინდნენ. მანამდე მათ რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. წყვილს მცირეწლოვანი ქალიშვილი მერიკო კაკულია ჰყავს.
წულუკიანის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.
ექს-მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 35 წლისაა, თეა წულუკიანი კი 44-ის. ნუგზარ კაკულია კარატისტია და საქართველოში ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის წევრია.
სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნუგზარ კაკულია არ გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. თუმცა მისი ფოტოალბომიდან ადვილად მიხვდებით, რომ ნუგზარ კაკულია ხშირად დადის სხვადასხვა ტაძარში.
ის ყველაზე ხშირად ფოკას მამათა მონასტერს სტუმრობს, სადაც ბერებს ეხმარება როგორც მშენებლობაში, ასევე სხვა საქმიანობაში.