COVID-19 საქართველოში: ვითარება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

© photo: Sputnik / Goga Vardzieliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში – 21 იანვრის მონაცემები

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 37 პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 24.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 130 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1.137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.071-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0