რამდენი მოქალაქე მიიღებს 200-ლარიან დახმარებას

© Sputnik / Goga Vardzieliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოსავლების სამსახური გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი კომპენსაციის მიღების პირობას და სამი სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ინფორმაციას ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ასევე სამ სამუშაო დღეში ჩარიცხავს კომპენსაციას.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით ონლაინ-პლატფორმაზე ჯამში 160 ათასზე მეტი ფიზიკური პირი დარეგისტრირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

თბილისის ქუჩებში. კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახური: მოგვაწოდეთ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში კოვიდ–შეზღუდვების პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა. თუმცა, ყოველთვიური დახმარების მისაღებად რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა გუშინ, 20 იანვარს ამოიწურა. შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა კი 28 იანვრიდან დაიწყება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.  

ერთჯერადი კომპენსაციის მიღების მსურველთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისა და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის ფაქტების, თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე.

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან კომპენსაციას?

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

ლარი - Sputnik საქართველო
ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას: დეტალური ინფორმაცია

ამასთან, 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

უწყების ცნობით, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ყველა დოკუმენტს წარმოადგენს დამსაქმებელი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განაცხადს ყოველთვიურად ავსებს.

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

ყველა ახალი ამბავი
0