Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გამოწვევების დროა...“ - ხატია შამუგიამ „ისი პარი“ საყვარელი მამაკაცის გამო დატოვა?

© courtesy of Khatia Shamugiaხატია შამუგია
ხატია შამუგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატია შამუგიამ მრავალწლიანი კარიერა მიატოვა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. რა გახდა ამის მიზეზი?

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ცნობილმა პიარ-მენეჯერმა ხატია შამუგიამ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“ დატოვა. მას კომპანიასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა და შეიძლება ითქვას, პარფიუმერული სამყარო მის გარეშე წარმოუდგენელი იყო.

რა გახდა კომპანიიდან წასვლის მიზეზი ეს უცნობია. ხატია სოციალურ ქსელში წერს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ხატია შამუგიას ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რასაკვირველია, წერენ, რომ ეს კომპანია ხატიას გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ხატიას ამ სტატუსს სამასზე მეტი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანებისგანაც. პიარმენეჯერს უწერენ, რომ ის ნებისმიერი დიდი კომპანიისთვის დიდი შენაძენი იქნება.

შესაძლოა ხატია ირლანდიაშიც მიდის. დაახლოებით ერთი წლის წინ პიარმენეჯერმა აღიარა, რომ პრინცი იპოვა, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. ეს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მის ბავ­შვო­ბა­შიც არ­სე­ბობ­და, მერ­ვე კლა­სამ­დე უბ­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ხა­ტი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შე­იც­ვა­ლა და მათი გზე­ბიც გა­ი­ყო. ამა­სო­ბა­ში ხა­ტია წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლად იქცა, ის ქარ­თვე­ლი ბიჭი კი ირ­ლან­დი­ა­ში წა­ვი­და, ბიზ­ნე­სი აა­წყო და იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც გახ­და. მათი გზე­ბი წლე­ბის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა და ძვე­ლი, ბავ­შვუ­რი ნაც­ნო­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

გასულ წელს „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ხატია შამუგიამ მსმენელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლე გაუზიარა. ხატია ამბობდა, რომ მეუღლესთან მალე თავადაც გაემგზავრებოდა. როგორც ჩანს, მის გეგმებს ხელი პანდემიამ შეუშალა, ახლა კი ყველაფერი მოაგვარა და საყვარელ მამაკაცთან მიემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0