კით კრაჩი: ამერიკა–საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნეს-გეგმა“ უნდა შეიქმნას

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საქართველოში „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ოფისის გახსნა იგეგმება.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველო ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი მეგობარია და ჩვენ ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გვსურს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კით კრაჩმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. 

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა - Sputnik საქართველო
საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

როგორც კრაჩმა აღნიშნა, აუცილებელია ამერიკა–საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნეს-გეგმა“ შეიქმნას. ამერიკას სურს საქართველოში მონახოს პროექტები, რომლებზეც შესაძლებელი იქნება მუშაობა, დასძინა მან.

კით კრაჩი საქართველოსა და აშშ-ს შორის მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელის (5G) უსაფრთხოების შესახებ ხელმოწერილ მემორანდუმს შეეხო და განაცხადა, რომ 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ (Clean Network) წევრობა ღია სიგნალს უგზავნის აშშ-ის კერძო სექტორს და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს.

„ჩვენ  „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში დაფინანსების შესაძლებლობა გვაქვს. განვიხილავთ DFC-ს ოფისის საქართველოში გახსნის საკითხსაც, რაც დამატებით კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა DFC ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს, ეს სხვა კომპანიებსაც ახალისებს“, – აღნიშნა მან.

საქართველოსა და აშშ-ს შორის მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელის (5G) უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ონლაინ–რეჟიმში რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს გაფორმდა.

5G-ს გავლენა კორონავირუსის გავრცელებაზე: ქვეყნდება უახლესი კვლევა>>>

მემორანდუმზე ხელმოწერით საქართველო შეუერთდა Clean Network ინიციატივას, რაც სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული პროდუქტების გამოყენებას, ასევე მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს.

მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად. 5G არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0