პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა ნაკურთხი წყალი კარ-მიდამოს აპკუროს

© Sputnik / STRINGERსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამების საკათედრო ტაძარში მისულ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. დღეს უნდა წაიღოთ სახლში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

საეკლესიო კალენდარი: 19 იანვარი>>

პატრიარქმა ტაძარში ქადაგებისას მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოს“, – ბრძანა ილია მეორემ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს, დღესასწაულთან დაკავშირებით კი ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.

გამოცხადების ხატი - Sputnik საქართველო
ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა, ასევე დაწესდა ნათლობა.

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ტრადიციულად, ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0