Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ორსული რუსკა მაყაშვილის შოკის მომგვრელი ცეკვა – ნახეთ როგორ მოძრაობს მსახიობი

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოუსვენარი მსახიობი ფეხმძიმობის პერიოდში უფრო მოძრავი ხდება. რუსკა მაყაშვილი TikTok-ის ვარსკვლავია. ტელეწამყვანმა უახლესი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც შეუდარებლად გამოიყურება და რიტმულად მოძრაობს. ნახეთ ფეხმძიმე არტისტის პოზიტიური ვიდეო.

რუსკა მაყაშვილი ხუთი თვის ფეხმძიმეა. ის სხვა სელებრითებს არ ჰგავს, რომლებიც მალავენ ფეხმძიმობას, ორსულობის ტრიმესტრებს ან თუნდაც პირადი ცხოვრების დეტალებს. მსახიობი გულახდილობით გამოირჩევა და ეს არის მისი ყველაზე დიდი ხიბლი. მისი უფროსი ვაჟი ქარიზმატულობით დედას ჰგავს. ბიჭუნას პოზიტიური ვიდეოები დიდ გამოხმაურებას იწვევს.

მსახიობი, ტელეწამყვანი, სხვადასხვა ტელეპროექტის ჟიურის წევრი ადამიანების გამხიარულებით აქტიურად არის დაკავებული. მსახიობი თოქშოუების საკმაოდ რეიტინგული სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გარეგნობა აკომპლექსებდა და პლასტიკური ოპერაციების გაკეთებაც უნდოდა, საზოგადოებამ ის სწორედ ბუნებრიობის გამო შეიყვარა. რუსკა მაყაშვილი საკუთარ მინუსებზე მუდამ ხმამაღლა საუბრობს.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ.

წყვილი მშობლები პირველად 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ახლა 3 წლისაა. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ნოემბერში რუსკამ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ამცნო, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0