Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე ლამაზი გოგო ვინ არის?“ – გამოჯანმრთელებული ხათუნა ჟორდანია საკუთარ თავს უმღერის

© Facebook / Zura Khachidzeზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხათუნა ჟორდანია თავს კარგად გრძნობს და ოჯახის ვიწრო წრეში ფორტეპიანოსთან სიმღერებსაც ასრულებს. როგორ გამოიყურება ცნობილი მუსიკოსის მეუღლე მკურნალობის შემდეგ?

რამდენიმე თვის წინ მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ „პრაიმშოუში“ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მისი შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ძალიან ზრუნავს და ისე უვლის, როგორც დედა. „დიდი ბედნიერებაა, რომ ნინის დედა ვარ, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა როლები გავცვალეთ. საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო დედა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინია ახლა ჩემთვის“, – განაცხადა ჟორდანიამ.

მძიმე დაავადების გამო ხათუნა ჟორდანია ჯერ ისევ მკურნალობს. მისი ოჯახის წევრები კი მუდამ ხათუნას პოზიტიურ განწყობაზე მოყვანას ცდილობენ. „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი სოლისტის მეუღლე ახლა შეუდარებლად გამოიყურება და უკვე ფორტეპიანოსაც მიუჯდა. ახალი წლის დღეები მან ოჯახის გარემოცვაში გაატარა. ანასტასია ხაჩიძისთვის დაწერილი სიმღერა გადააკეთა და ახლა შვილის სახელისა და გვარის მაგივრად საკუთარს აჟღერებს: „ყველაზე ჭკვიანი გოგო ვინ არის? ხათუნა ჟორდანია“, – მღერის ზურას მეუღლე.

აღნიშნულ ვიდეოზე ხათუნას მეგობრები და ოჯახის წევრები ჩანან. მათ შორის ავთანდილ ცქვიტინიძე და მისი მეუღლე, რომელიც ხათუნასთან ერთად მღერის. ხათუნა ჟორდანია, უამრავი დრამატული მომენტის მიუხედავად, პოზიტივს ასხივებს. მისი თქმით, ისიც კი არ იცის ბოლომდე, რა დიაგნოზი აქვს, ან რა წამლებს იღებს, რადგან მის დაავადებაში მისი შვილია გარკვეული და ის უვლის. ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ხათუნა საგრძნობლად გახდა და მისი ცნობა გაგიჭირდებათ, თუმცა თავს ბევრად უკეთ გრძნობს.

ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა.

ყველა ახალი ამბავი
0