Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გილოცავ შვილის დაბადებას!“ – ქეთა თოფურიამ მეორე ბავშვი გააჩინა? – ფოტო

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად
ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი დღეა ქეთა თოფურიას ირგვლივ ხმაური არ წყდება. „ფოლოვერები“ მას მეორე შვილის დაბადებას ულოცავენ. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მეორე შვილის დაბადებას მალავს?

ქეთას მიერ გამოქვეყნებული უახლესი ფოტოს კომენტარებში ბუმი ატყდა. მომღერალს მეორე შვილის დაბადებას მისი „ფოლოვერები“ ულოცავენ. გულშემატკივრების მეორე ნახევარი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ახალგაზრდა შემსრულებელი ფეხმძიმობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა. გულშემატკივრების აქტიურობის შემდეგ ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია ქეთამ „ფოლოვერებს“ ახალი ვიდეოკლიპით გაუზიარა. მან ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელზეც წამოზრდილი მუცელი კარგად უჩანს.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მომღერალმა აღიარება მალევე მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

ქეთა მეორე შვილს, სავარაუდოდ, თებერვლისკენ გააჩენს. „ფოლოვერების“ აჟიოტაჟი მის უახლეს ფოტოს მოჰყვა, რომელზეც ქეთას წამოზრდილი მუცელი არ უჩანს. მომღერალმა ძველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც შეუდარებლად გამოიყურება. აღნიშნული „სელფი“ ერთ-ერთი კონცერტის პერიოდშია გადაღებული. აქ ქეთა კულისებში ისვენებს, სანამ საკუთარ მსმენელს შეხვდება.

თოფურიას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა აღსავსე. მისი ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. წყვილმა რამდენიმე კვირის წინ მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადა. ქეთას სოციალური ქსელი ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0