Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვაი, შენი!..“ – მამულიჩას შვილიშვილმა ახალბედა ბებია და ბაბუა შეაშინა – სახალისო ვიდეო

© courtesy of Lela Tsurtsumiaლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი პატარა შვილიშვილს ესტუმრნენ. ბიჭუნა ბებია-ბაბუას ემოციურად ხვდება. ასე სასაცილოდ გადაწყვიტა უმცროსმა ალემ პოპ-დივას და მისი პროდიუსერის შეშინება. სახალისო ვიდეო სოციალური ქსელიდან.

შეშინების ისტორიას წინ ლელა წურწუმიას მიერ მორიგი სახალისო ვიდეოს გამოქვეყნება უძღოდა. მან ვიდეო პირველ შვილიშვილს გადაუღო, რომელშიც უმცროსი მამულაშვილი ბებოს დახმარებით მათემატიკას ეუფლება. კადრს მიღმა კი ბაბუის შეძახილები და მშობლების გამხნევება ისმის. ახლა წურწუმია-მამულაშვილების ოჯახი ბიჭუნას გარშემო ტრიალებს. მათი საზრუნავი ალე და მისი ახალი წამოწყება–ინტერესებია.

ალე მამულაშვილმა მხიარული ბებიისა და ბაბუის შეშინება გადაწყვიტა. დივანზე მდგარმა ბიჭუნამ პოპ-დივასა და მისი პროდიუსერის ყურადღების მისაქცევად ამ ხერხს მიმართა. პოზიტიური ვიდეო ბაბუამ გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.

კახა მამულაშვილს პირველი შვილიშვილი 48 წლის ასაკში შეეძინა. ლელა წურწუმია და მამულიჩა საუკეთესო ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. კონცერტების გარდა, მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილს დაუთმეს. კახა ბაბუა თავისუფალ დროს შვილიშვილთან ერთად ერთობა და სოციალურ ქსელში პოზიტიურ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.

პოპ-დივას დახმარებით ალე ეტაპობრივად ახალი საგნებისა და სიტყვების შესწავლას შეუდგა. ბიჭუნა მომღერლის დახმარებით დათვლას სწავლობს და ბებიას ახარებს. უსაყვარლესი ვიდეო ლელას Instagram-ის „სთორიზე“ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, შემსრულებელს ყველაზე მეტად შვილიშვილთან კონტაქტი ამშვიდებს და ახალ ძალებს ჰმატებს.

ყველა ახალი ამბავი
0