Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვიდეოს ვიღებ!“ – ნუკი კოშკელიშვილმა ამერიკელი მეუღლე უჩვეულო ვითარებაში დააფიქსირა

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობმა უსიმპათიურესი მეუღლის ვიდეო მორიდების გარეშე გამოაქვეყნა. ვარსკვლავურ წყვილს მსგავსი ქმედებები უხერხულობას არ უქმნის. რას აკეთებს ბენი და რატომ გამოუქვეყნა ახალგაზრდა მეუღლემ ასეთი ვიდეო?

ამერიკიდან დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერს მშობლების დახმარებით უვლის. რამდენიმე კვირით ჩამოსულ მსახიობს არ გაუმართლა, მას ქმართან დაშორება და ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩენა მოუწია. წყვილი ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა, რაც ნუკისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ ის ქმართან განშორების განსაცდელს სხვადასხვა ხერხით ებრძოდა. თუმცა, ორი კვირის წინ ნუკის ცხოვრება კვლავ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა – მისი მეუღლე ყველა წესის დაცვით ამერიკიდან საქართველოში გადმოფრინდა.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში გათხოვდა. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და ამის შესახებ იხსენებს, რომ არც კი იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

ნუკი გულახდილობით გამოირჩევა და ცხოვრების ფაქტობრივად ყველა დეტალს უზიარებს „ფოლოვერებს“. არც აღნიშნული ვიდეო გახდა გამონაკლისი, რომელზეც მსახიობის ქმარი ცხვირში თითს იყოფს – ცოლის გაფრთხილების მიუხედავად. ტელესახე ვიდეოს მორიდების გარეშე აქვეყნებს. ნუკიმ მეუღლე გააფრთხილა, რომ მას უღებს, თუმცა ბენმა მაინც გააგრძელა უხერხული „საქმიანობა“.

ახალ წელს წყვილი ერთად შეხვდა. სასიამოვნო სიახლე ნუკიმ სოციალური ქსელით ამცნო „ფოლოვერებს“. ამ სასიამოვნო სიახლის გარდა, ბენჯი ხაიმის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, რაც ერთგვარად სწორედ პანდემიამ განაპირობა. ნუკის მეუღლემ თავი ახალ საქმიანობაში იპოვა და ეს ხელოვნებაა. როგორც აღმოჩნდა, ბენჯი შესანიშნავად ხატავს. ამ ფაქტმა ხელმომწერები ძალიან გაახარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენჯის ძალიან უყვარს ქართველები, სწორედ ამიტომ „ინსტაგრამზე“ თავისი ნახატების აღწერაში ქართულად გვესაუბრება.

ყველა ახალი ამბავი
0