კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო მონაცემებით თბილისი კვლავ პირველ ადგილზეა

© Sputnik / Alexander Imedashviliპირბადით ქუჩაში
პირბადით ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.550 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 647 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 249, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 106, შიდა ქართლი – 95, ქვემო ქართლი – 93, აჭარა – 58, გურია – 53, სამცხე-ჯავახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235.130-მდე გაიზარდა.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში – ახალი მონაცემები

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.973-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.336 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.656 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.770, იმერეთში – 702, აჭარაში – 269.

775 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 217 პირი. აქედან თბილისში – 156, იმერეთში – 26, აჭარაში – 2.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 563 ადამიანი. მათ შორის 248 – თბილისში, 237 – აჭარაში, 32 – იმერეთში. ხოლო 7.117 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 226, აჭარაში – 97, იმერეთში – 9.

დაკეტილი სასტუმროები, კაფე–ბარები - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექციამ წესების დარღვევისთვის სამი ობიექტი დააჯარიმა

თვითიზოლაციაში იმყოფება 21.865 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.398 პირი, იმერეთში – 2.269, აჭარაში – 1.788.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249 465-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0