Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„15 წელი ვერ ვჩნდებოდი, რადგან...“ – ნინო ჩხეიძემ მამა გამოაჩინა

გამოწერა
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ საზოგადოებას მამა გააცნო. ნახეთ როგორ გამოიყურება გიორგი ჩხეიძე და რატომ არ ჩნდებოდა ის 15 წლის განმავლობაში.

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ 15-წლიანი პაუზის შემდეგ მამა გამოაჩინა. გიორგი ჩხეიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდა, სადაც განაცხადა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში გამოჩენა არ უნდოდა, რადგან ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა, ახლა კი 25 კილოგრამი დაიკლო და ეკრანის კომპლექსი აღარ აქვს.

როგორც ჩანს, წონის პრობლემა ოჯახში აქტუალურია. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მუდმივად დიეტაზე იყო, არც ტკბილს ჭამდა და არც ცომეულს. მაგალითად, ნამცხვარი 17 წლის ასაკიდან 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუსინჯავს, ერთი ნაჭერიც კი არ უჭამია. ორსულობის დროსაც მთელი ცხრა თვის განმავლობაში დიეტაზე იყო.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წონა, მაგრამ, მგონი, ასაკთან ერთად ნებისყოფაც ქრება… ტორტი 20 წელი არ მქონდა ნაჭამი. პანდემიის დროს დავიწყე მისი ჭამა და ეს ნამდვილი კატასტროფაა, რა თქმა უნდა, აისახა ჩემ წონაზე. არ ვმეტიჩრობ, შვიდი კილო მაქვს მომატებული, რაც უკვე საგანგაშოა“, – ამბობს მომღერალი.

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს.

რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0