ნათლისღებაზე აჭარაში „ზღვაში შთაფლვის რიტუალი“ არ ჩატარდება

გამოწერა
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს ნათლისღებას, ანუ წყალკურთხევას აღნიშნავს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ნათლისღების ღამეს აჭარაში ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალი არ ჩატარდება, ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის Facebook-გვერდზე. 

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ–წესები

„ზღვაში შთაფლვის რიტუალი“ აჭარაში მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით 13 წლის წინ აღდგა. სასულიერო პირები და მრევლი სანაპიროზე გადიოდნენ, წყლის კურთხევის შემდეგ კი ზღვაში განიბანებოდნენ.

„18 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს, 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა)“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს დღე უქმედ არის გამოცხადებული.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შემდეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.

ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს.

საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად. 

ყველა ახალი ამბავი
0