სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, 146-მა კი ვირუსი დაამარცხა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 39, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 პაციენტი, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 21 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 35, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915-ს მიაღწია. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0