Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ქარსელაძეს ასაკით უფროსი მილიონერი შეყვარებული ჰყავს? – აი თურმე ვის მალავს მომღერალი

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული მომღერლის შეყვარებული იუბილარია. აღმოჩნდა, რომ კაცი ნინიზე 8 წლით უფროსია. სოციალურ ქსელში მისი ფოტოებიც იძებნება.

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ხშირად აქვეყნებს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა სახეს არასდროს აჩენს. ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი რჩეული 38 წლის გახდა და იუბილე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.

ზურა ხაჩიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა ვიდეო და ნინის რჩეული თაზო ჯახუტაშვილიც მონიშნა. როგორც ჩანს, თაზო სოციალურ ქსელებს დიდად არ სწყალობს. მისი პროფილი „ფეისბუქზე“ არ იძებნება, „ინსტაგრამზე“ კი გვერდი ჩაკეტილი აქვს და ფოტოები არ უდევს.

მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია.

ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტო იძებნება.

ნინი ქარსელაძე ამჟამად 30 წლისაა. ქართველმა მაყურებელმა ის ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია, იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

რამდენიმე თვის წინ ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დახმარებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვასა და გამხნევებისკენ მოუწოდებდნენ. ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს, რის გამოც ის სასწრაფოდ ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა ზურა ხაჩიძის მეუღლე თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი არ შეუწყვეტია.

ნინი ქარსელაძეს დედის გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ ხათუნა ჟრდანიამ საჯაროდ ისაუბრა. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მან რამდენჯერმე გაიკეთა ქიმიოთერაპია და ბევრად უკეთაა. დაავადების შესახებ ოჯახის წევრებმა შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძისთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0