კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

© Sputnik / Vladimir Umikashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915-ს მიაღწია.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 110 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 72 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4.964 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.930, PCR-ტესტით – 2.034.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 13, იმერეთი – 5, გურია – 5, კახეთი – 5, ქვემო ქართლი – 4, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 2. 
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს, გასულ დღე-ღამეში აქ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1.643 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2.958-ს შეადგენს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10.295 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3.670 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის თბილისში – 1.784, იმერეთში – 704, აჭარაში – 281.

795 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში – 158, იმერეთში – 29, აჭარაში – 5.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 634 ადამიანი, მათ შორის 258 – თბილისში, 296 – აჭარაში, 37 – იმერეთში. ბინაზე მკურნალობს 5.991 პირი.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 235, აჭარაში – 76, ხოლო იმერეთში – 9 პაციენტი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 22.714 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.842 პირი, იმერეთში – 2.488, აჭარაში – 1.871.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0