Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მოეწონება...“ – ასეთ სიურპრიზს უმზადებს ალექსანდრა პაიჭაძე შეყვარებულს – ვიდეო

© Photo: Aleksandra Paichadze / FBალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი ორიგინალური საჩუქარი შეურჩია ალექსანდრა პაიჭაძემ შეყვარებულს. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს მოდელი.

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე დიდი ხანია აღარ მალავს, რომ მისი გული დაკავებულია და მეორე ნახევარი იპოვა, თუმცა მისი ვინაობის გასაჯაროებას, როგორც ჩანს, არ აპირებს. ცოტა ხნის წინ პაიჭაძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ კომპანიას სასაჩუქრე ყუთისთვის მადლობას უხდის. როგორც ჩანს, კომპანია ალექსანდრას ვალენტინობის საჩუქრის შერჩევაში დაეხმარა.

„ძალიან მოეწონება ჩემს საყვარელ ბიჭს“, – წერს ალექსანდრა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ურჩევს, თუ არ იციან რა აჩუქონ საყვარელ ადამიანს, რომელსაც ყველა საჩუქარი აჩუქეს რაც კი არსებობს და მეტი იდეა არ აქვთ, მას მიბაძონ.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ალექსანდრას კამერების წინ პოზირება ძალიან უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. უკანასკნელ გაზიარებულ ფოტოებზე ყოფილი ფიტნეს-ინსტრუქტორი შიშველი პოზირებს. მას ფოტოზე მკერდი უჩანს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

ყველა ახალი ამბავი
0