საქართველოში სასწავლო პროცესი ახლდება – დიდ ქალაქებში დისტანციურად

© Sputnik / Vladimir Umikashviliსკოლა სოფელ ჩიბათში
სკოლა სოფელ ჩიბათში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად ასევე აღდგება „ტელესკოლა“ – განათლების სამინისტროსა და „პირველი არხის“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს 10 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება, დანარჩენ ქალაქებსა და რაიონებში კი მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ. 

ონლაინ–გაკვეთილი - Sputnik საქართველო
განათლების სფეროს სერიოზული სიახლეები ელოდება: რას გეგმავს ხელისუფლება

აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც სასწავლო პროცესს დისტანციურად განაახლებენ.

„რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი აღდგება საკლასო ოთახებში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მომართავს საგანმანათლებლო რესურს–ცენტრი ან სკოლა და იქნება დასაბუთებული, რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, სამინისტრო ამ შემთხვევაში მას გადაიყვანს დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება“, – განაცხადა დგებუაძემ.

სამინისტროს მონაცემებით, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სრულად არიან უზრუნველყოფილი პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების სამინისტრომ მობილური კავშირის სამ ოპერატორთნ – Silknet JSC, MagtiCom Ltd და Vion Georgia Ltd (ბრენდი Beeline) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე ინტერნეტ–პაკეტის შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად ინტერნეტ–პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტ–პაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების აზრით, 20 GB საკმარისი რაოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ–გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ–რესურსების მოსაძიებლად.

ყველა ახალი ამბავი
0