როდის დაიწყება სწავლა ჩვეულ რეჟიმში: გაბუნიას განმარტება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeდისტანციური სწავლება
დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ათ დიდ ქალაქსა და აჭარაში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 18 იანვრიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ 5%-იანი დადებითობის მაჩვენებელი არის ის ზღვარი, როდესაც სკოლებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი წყდება, რადგან ეს რისკის მაჩვენებელია. მისი თქმით, საქართველომ ჯერ ამ 5%-საც ვერ მიაღწია.

ცარიელი საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
საქართველოს დიდ ქალაქებსა და აჭარაში სასწავლო პროცესი 18 იანვარს დისტანციურად განახლდება
„დადებითობის მაჩვენებელი მართალია ქვემოთ მოდის, დილით უკვე 8 პროცენტს ჩამოსცდა, მაგრამ 5 პროცენტი იქნება სასურველი ნიშნული. უსაფრთხო გახსნისთვის 3 პროცენტზე მშვიდად უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებში, სადაც რისკი მაღალია, აღდგენაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯერჯერობით საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება. საუბარია თბილისის, რუსთავის, ფოთის, მარნეულის, გარდაბნის, ზუგდიდის, ზესტაფონის, თელავის, ქუთაისის და გორის სასწავლო დაწესებულებებზე. აჭარაში სკოლები და უნივერსიტეტები მუშაობას ასევე დისტანციურ რეჟიმში განაახლებენ. ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში ბავშვები სკოლებში სწავლას შეძლებენ.

ხოლო ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხით.

„ცოტა კიდევ გავუძლოთ“: იმნაძე შეზღუდვების გახანგრძლივებაზე >>

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირების შემცირების მიზნით სასწავლო პროცესი პირველ სემესტრში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 15.205 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.265, PCR-ტესტით – 7.940. დადებითი პასუხი ტესტების 7,7%-მა აჩვენა.

 

ყველა ახალი ამბავი
0