Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლელა წურწუმია პატარა შვილიშვილს დათვლას ასწავლის – უსაყვარლესი ვიდეო

© Facebook / Kakhi Mamulashviliლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი შვილთან ერთად
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა მამულაშვილისა და ლელას ოჯახი ერთი პატარა ბიჭუნას გარშემო ტრიალებს. ალექსანდრე ბებიასთან ერთად დათვლას სწავლობს. უსაყვარლეს ვიდეოს თავად ლელა აქვეყნებს.

ლელა წურწუმიამ საკუთარ გვერდზე მორიგი სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. მან ვიდეო პირველ შვილიშვილს გადაუღო, რომელშიც უმცროსი მამულაშვილი ბებოს დახმარებით მათემატიკას ეუფლება. კადრს მიღმა კი ბაბუის შეძახილები და მშობლების გამხნევება ისმის. ახლა წურწუმია-მამულაშვილების ოჯახი ბიჭუნას გარშემო ტრიალებს. მათი საზრუნავი ალე და მისი ახალი წამოწყება–ინტერესებია.

კახა მამულაშვილს პირველი შვილიშვილი 48 წლის ასაკში შეეძინა. ლელა წურწუმია და მამულიჩა საუკეთესო ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. კონცერტების გარდა, მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილს დაუთმეს. კახა ბაბუა თავისუფალ დროს შვილიშვილთან ერთად ერთობა და სოციალურ ქსელში პოზიტიურ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.

პოპ-დივას დახმარებით ალე ეტაპობრივად ახალი საგნებისა და სიტყვების შესწავლას შეუდგა. ბიჭუნა მომღერლის დახმარებით დათვლას სწავლობს და ბებიას ახარებს. უსაყვარლესი ვიდეო ლელას Instagram-ის „სთორიზე“ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, შემსრულებელს ყველაზე მეტად შვილიშვილთან კონტაქტი ამშვიდებს და ახალ ძალებს ჰმატებს.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პატარა ბიჭს ბევრი მაყურებელი ჰყავს. აი, რას წერენ ისინი: „ალეს უფრო ხანგრძლივი ვიდეოები რომ დადოთ არ შეიძლება? ვერ ვძღები მისი ყურებით“; „როგორც საინტერესო სერიალის სერიებს, ისე ველოდები ალეს გამოჩენას. უსაოცრესი ბიჭია“. როგორც ჩანს, სულ მალე ლელას გერის პირველი შვილი სოციალური ქსელის ვარსკვლავად იქცევა. მანამდე კი ბებია და ბაბუა მის განებივრებას არ წყვეტენ.

ყველა ახალი ამბავი
0