კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო მონაცემებით დედაქალაქი კვლავ პირველ ადგილზეა

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.857-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 241.637-ს მიაღწია.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.857 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 754 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.795 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.934, PCR ტესტით – 5.861.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 334, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 158, კახეთი – 147, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 113, აჭარა – 97, მცხეთა-მთიანეთი – 41, გურია – 30,სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227.208-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობამ 2.820-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით საქართველოში 11.583 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3.879 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.811, აჭარაში – 357, იმერეთში – 760.

817 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 11, იმერეთში – 26.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 569 ადამიანი მათ შორის 208 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 7.135 ადამიანი. დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 514 ადამიანი, აქედან: თბილისში – 249, აჭარაში – 57, ხოლო იმერეთში – 7.

თვითიზოლაციაში იმყოფება 22.823 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13.411 პირი, აჭარაში – 2.059, იმერეთში – 2.231.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.857 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 241.637-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0