Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ასჯერ უფრო მეტად შემიყვარდა...“ - ანუკი არეშიძემ სოციალური ქსელის მომხმარებელს კაბა აჩუქა

© Photo: Anouki Areshidze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა დიზაინერმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერს“ საოცარი სიურპრიზი გაუკეთა. ნახეთ როგორი კაბა აჩუქა ანუკიმ გოგონას.

ოთხი შვილის დედა, თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი და ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალბატონი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დიზაინერი დამოუკიდებლად მართავს პერსონალურ სოციალურ ქსელს და ხშირად უპასუხოდაც არ ტოვებს ხელმომწერებს. გარდა ამისა, აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებსა და ღონისძიებებში, რომელსაც ასევე თავად ხელმძღვანელობს.

ერთ-ერთი ბოლო აქტივობა კახეთის რეგიონში სოციალურად დაუცველ ოჯახებთან სტუმრობა და საახალწლოდ ფერიის როლის მორგება აღმოჩნდა. ანუკი სისტემატურად ეხმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტებითა და აუცილებელი ნივთებით, თუმცა ამჯერად დიზაინერმა, როგორც ჩანს, თავისი ერთგული ხელმომწერებიდან ერთ-ერთის გახარებაც გადაწყვიტა და კომენტარზე - „როგორ მოსწონს დიზაინერზე ეს კაბა“, ანუკიმ გოგონას მისი ზომა ჰკითხა, რადგან საჩუქრად გაგზავნა გადაწყვიტა.

როგორც ჩანს, გოგონას არ სჯეროდა, რომ კაბას მიიღებდა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ ანუკი იმაზე მეტად კეთილი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. „არც მეგონა, რომ მაჩუქებდნენ, უბრალოდ ძალიან კეთილი აღმოჩნდა ანუკი. ასჯერ უფრო მეტად შემიყვარდა“, - დაწერა გოგონამ.

ყველა ახალი ამბავი
0