პატრიარქს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა: ცნობილია პასუხი

© Sputnik / STRINGERსრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კოვიდინფექცია მის მდივან-რეფერენტს დაუდასტურდა

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, განაცხადა  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
ჩაუტარდება თუ არა კორონავირუსზე ტესტი კათოლიკოს-პატრიარქს - საპატრიარქოს განმარტება

8 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრუაშვილს ამ დღეებში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჰქონდა პატრიარქთან შეხვედრა.

ჯაღმაიძის ინფორმაციით, ტესტის პასუხი უარყოფითია, პატრიარქს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

გუშინ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ და თანამშრომლებს კორონავირუსზე PCR ტესტირება ჩაუტარეს. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ამ დრომდე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

საპატრიარქოს ცნობით, თავს კარგად გრძნობს შორენა თეთრუაშვილიც. მასთან დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრუაშვილს 3 იანვარს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან, მეუფე ანტონთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც 4 იანვარს კორონავირუსი დაუდგინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.143-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  239.229-ს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0