კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.143-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  239.229-ს მიაღწია.

თბილისი,  10 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.143 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 488 შემთხვევა, დედაქალაქში დაფიქსირდა,  ნათქვამია  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძე: „საბედნიეროდ, კორონავირუსის  პიკმა გადაიარა"

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი-143, სამეგრელო – ზემო სვანეთი-138, აჭარა – 88, ქვემო ქართლი – 73, შიდა ქართლი – 64, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 51, გურია – 23, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 617  პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 225.335-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 23 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  2.773-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.095 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.894 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში – 371, იმერეთში – 730.

837  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 261 პირი, მათგან  თბილისში – 167, აჭარაში – 10, იმერეთში – 34.

პანდემია. გოგონა ქუჩაში პირბადით - Sputnik საქართველო
ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანებს წესების დაცვით გადაადგილების უფლება  უნდა მივცეთ

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 746 ადამიანი, მათ შორის 220 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 6.455 ადამიანი.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 452 კაცი. აქედან: თბილისში – 197, აჭარაში – 44, ხოლო იმერეთში – 8.  

თვითიზოლაციაშია  23.097  ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 425 პირი, აჭარაში – 1 942, იმერეთში – 2 552.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.143-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  239.229-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0