თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 058 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 808 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთი.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 363, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 183, შიდა ქართლი – 165, ქვემო ქართლი – 150, კახეთი – 131, აჭარა – 107, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 38, გურია – 36, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 224.718 -მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 22 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.750-ს მიაღწია.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 10.592 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.867 პაციენტი. 754 კოვიდ–სასტუმროშია, ხოლო 5.971 სახლის პირობებში მკურნალობს.
მძიმე მდგომარეობაშია 847 პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 22.518 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 238.086-ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2.750 ადამიანი, მათ შორის ბოლო დღე–ღამეში – 22.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.