საქართველოში ხანძარს შვიდ ლოკაციაზე 500 მეხანძრე ებრძვის

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მეხანძრე-მაშველები ტყისა და მინდვრის ხანძრების ქრობის პროცესს აგრძელებენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

ტყის ხანძრები დასავლეთ საქართველოში: სამი კერა წალენჯიხის რაიონში - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები დასავლეთ საქართველოში: სამი კერა წალენჯიხის რაიონში

სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ მონიტორინგს ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე.

„არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისათვის სიტუაცია ყველგან კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული შვიდი კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ხანძრის კერები დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში.

ხანძრის ყველაზე მეტი კერა სამეგრელოშია. ოთხი კერიდან ერთი ლოკალიზებულია, სამზე კი გრძელდება ლოკალიზაციის სამუშაოები – ორი კერა წალენჯიხის სოფლებში სქურსა და ფახულანშია, ერთი – მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობარაზენში. 

ტყის ხანძრები დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
ხანძართან ბრძოლა სამეგრელოში: როგორ ებრძვიან მეხანძრე-მაშველები ცეცხლს – ფოტო

ხანძრის ორი კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში გრძელდება ლოკალიზაციის სამუშაოები.

ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.

ხანძარი სრულად ლოკალიზებულია შიდა ქართლის რეგიონში.

დასავლეთ საქართველოში ტყის ხანძრები თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

ყველა ახალი ამბავი
0