სამების ტაძრის ორ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Alex Shlamovსამებას ტაძარი
სამებას ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოვიდ-ინფიცირებული სტიქაროსნები სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას არ დასწრებიან. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. შობის ღამემდე სამების ტაძრის ორ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

რუხის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოს რეგიონებში: სამეგრელო–ზემო სვანეთში 56 მძიმე პაციენტია

კორონავირუსზე ტესტი სამების ტაძრის 130-მდე სასულიერო პირსა და სტიქაროსანს ჩაუტარდა.

ოდიშარიას თქმით, ერთი პირის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პაციენტს კოვიდ-ინფექცია უსიმპტომოდ ჰქონდა გადატანილი. ხოლო უშუალოდ კოვიდ-ინფიცირებული სტიქაროსნები შობის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში გამართულ ლიტურგიას არ დასწრებიან.

„როგორც ვიცი, ინფიცირებულები იზოლაციაში არიან და მათ არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ. ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო“, – განაცხადა ვეფხია ოდიშარიამ.

7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა, ის გუშინ, გვიან საღამოს დაიწყო და მთელ ღამეს გაგრძელდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0