„ზეცაში შევხვდებით...“ – რას სწერდა ძმის მიერ მოკლული ბიჭი გიორგი შაქარაშვილს

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძმის მიერ მოკლული ახალგაზრდა გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მიშო ახლოურს ძალიან უმძიმდა მეგობრის დაკარგვა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის 19 წლის მეგობარი, რომელიც 21 წლის ძმამ 6 იანვარს მოკლა, სოციალურ ქსელში ხშირად წერდა გიორგის შესახებ.

ყვე­ლა­ზე მძი­მე მათ შო­რის ივ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სია, სა­დაც მიშო გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს მი­მარ­თავს:

„შა­ქარ მე­ნატ­რე­ბი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, რო­გო­რი რთუ­ლია უშე­ნო­ბა. რო­გო­რი რთუ­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვე­ღარ შეგ­ხვდე­ბი ამ დე­და­მი­წა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ შენ გე­ძებ, სულ შენ­ზე ვფიქ­რობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ერთი იმა­ზე ფიქ­რი მა­ძლი­ე­რებს, რომ ახლა უკე­თეს ად­გი­ლას ხარ და ზე­მო­დან გვი­ყუ­რებ. ჩემი ან­გე­ლო­ზი ხარ შა­ქარ. ზე­ცა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით და იქ მოგ­ვი­წევს იმის გა­კე­თე­ბა, რაც ამ უსა­მარ­თლო ცხოვ­რე­ბამ არ გვა­ცა­და“, – წერ­და მიშო ახ­ლო­უ­რი.

მიშო ახლოური ფეხბურთელი იყო. ის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში” თამაშობდა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გარდაცვალების მი­ზე­ზი ძმებს შორის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბაა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ძმას – 2001 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მცხეთის რეგიონულ სასამართლოში - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ექვსივე არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა–108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0