ახალი შტამი საქართველოშია: არსებობს თუ არა აფეთქების საფრთხე – იმნაძის განმარტება

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსის ეპიდემია საქართველოში
კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ჯანმომ მსოფლიო საზოგადოებას აცნობა, რომ „ბრიტანული“ შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, თუმცა საუბარია მცირე რაოდენობის შემთხვევებზე.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ამ დროისათვის ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამი არ ქმნის იმის საშიშროებას, რომ ინფექციის აფეთქება მოხდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

COVID 19  - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გამოვლინდა: ჯანმო რაოდენობას ასახელებს

მისი თქმით, COVID-19-ის ახალი შტამით დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე არ განსხვავდება მისი წინამორბედი შტამისგან.

„ახალმა შტამმა ჩაანაცვლა მოცირკულირე შტამები, მაგრამ სხვა ქვეყნებში ახალი შტამის აფეთქება ჯერ აღწერილი არ არის. ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოვლენილი, არ მგონია, ჯერჯერობით, რაიმე აფეთქების მომასწავებელი იყოს. მით უმეტეს, რომ მისი მიმდინარეობა არაფრით არ განსხვავდება ძველი შტამების სიმძიმისგან“, — აცხადებს იმნაძე. 

როგორც მან აღნიშნა, არსებული მონაცემებით, ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო ვრცელდება, თუმცა ამის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბრიტანული“ შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, თუმცა საუბარია მცირე რაოდენობის შემთხვევებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0