მალე დასრულდება: საქართველო კორონავირუსზე ვაქცინაციის გეგმას ამზადებს

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია კორონავირუსზე
ვაქცინაცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე საქართველომ ჯანმოსგან მიიღო გარანტიები, რომ ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას, მის შესაძენად თანხა უკვე გამოყოფილია.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. იმისათვის, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს, არაერთი პროცედურაა გასავლელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

COVID-19-ის პანდემია - Sputnik საქართველო
2021 წელს საქართველოში კორონავირუსზე მილიონ ადამიანს აცრიან

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა. ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება“, — აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმის ფორმალიზაცია, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს, უახლოეს ხანებში მოხდება.

„მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, შესაბამისად განხორციელდება“, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში შემოსატანად სამი კანდიდატი ვაქცინა განიხილება. ესენია ამერიკული კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ პრეპარატები.

 

ყველა ახალი ამბავი
0