COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Press Service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.316-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 232.079-ს მიაღწია.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.646-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.316-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 232.079-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 222.787 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 382), კარანტინის რეჟიმშია 377, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.011 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 763 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0