ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაში კორონავირუსით კიდევ ერთი მღვდელმსახური გარდაიცვალა

გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 31 კოვიდ-ინფიცირებულიდან ერთი სასულიერო პირია, რომელიც მკურნალობას ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს. 

ანთებული სანთლები ეკლესიაში - Sputnik საქართველო
დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მკურნალობის კურსს ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაში კორონავირუსით უკვე მეორე სასულიერო პირი დაიღუპა. გასული წლის ნოემბერში COVID-19-ს სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) ემსხვერპლა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.603-ს მიაღწია. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კი ბოლო დღე-ღამეში 417-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 229.169-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ 220.442 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0