ბედნიერი ტაბატაძეები: ახალი წლის ღამეს ცხრა შვილიან ოჯახს ბინა აჩუქეს

© Pixabay / Schluesseldienstბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შალვა და ქეთევან ტაბატაძეებს ახლა შვიდი ბიჭი და ორი გოგო ჰყავთ. უკვე შერჩეული აქვთ მეთე შვილის სახელიც, რომელიც ქვეყანას სულ მალე მოევლინება.

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ახალი წლის ღამეს, სამშენებლო კომპანია m²-მა ტაბატაძეების მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

თბილისის მერმა მრავალშვილიან მამას ბინა აჩუქა - ვიდეო - Sputnik საქართველო
თბილისის მერმა მრავალშვილიან მამას ბინა აჩუქა – ვიდეო

შალვა ტაბატაძის ოჯახს, რომელიც მეათე შვილს ელოდება, კომპანიამ ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში 130 კვადრატული მეტრის ფართის ბინა გამოუყო.

„37 წლის ვარ და მეათე შვილს ველოდები. ორ–ორი წელია ბავშვებს შორის ასაკში სხვაობა. ჩემი მუღლე ჩემს ყველა მშობიარობას ესწრებოდა“, — ამბობს ქეთევან ტაბატაძე.

მშობლებს შვიდი ბიჭი და ორი გოგო ჰყავთ. მეათე შვილსაც გოგონას ელოდებიან, რომელსაც ანას დაარქმევენ.

როგორც შალვა ტაბატაძემ მანამდე აღნიშნა, ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართი იყო, ამიტომ კომპანიამ ეს პრობლემა მოუგვარა და საჩუქრად სწორედ ბინა გადასცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0