„ვისოლის“ დამფუძნებლის ლევან ფხაკაძის ქალიშვილი ანი ფხაკაძე შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან გლამურული ცხოვრებით ცხოვრობს.
View this post on Instagram
ანის ყოველი დილა ჯადოსნური სითხით იწყება, რომელსაც წინა დღეს თავად იმზადებს. ამბობს, რომ თუ ყოველ დილას ადამიანები ჯინჯერითა და კურკუმათი შეზავებულ წყალს დალევენ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ანამ მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი — ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, Bentley University-ც დაამთავრდა და ბარსელონის უნივერსიტეტიც.View this post on Instagram
View this post on Instagram
ძალიან უყვარს მოგზაურობა და ანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მოდური გოგონაა „ინსტაგრამზე“. მას 32 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მუდმივად დებს მოგზაურობის ამსახველ და ასევე მოდურ ფოტოებს. ანი პერიოდულად უცხოელ შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.
View this post on Instagram
ლევან ფხაკაძის ქალიშვილის ანა ფხაკაძის ცხოვრება მუდმივად საინტერესოა, 27 წლის ანი ინგლისში ცხოვრობს და რაც გაიზარდა, პრესას დიდად აღარ წყალობს.
View this post on Instagram
ახლა ის ლონდონში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის თბილისში. სხვათა შორის, ანას დედა, თეა დარსაძე ასევე ცნობილია სილამაზით.