მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი შვილი ელენე თოვლის ბაბუას წერილს წერს. გოგონა სთხოვს მას, მალე დამთავრდეს პანდემია და სკოლაში მალე წავიდეს.
ნინიმ შვილის წერილზე მხოლოდ ერთი სიტყვით გააკეთა კომენტარი: „ვიტირებ“. გოგონას ნინი ბადურაშვილს ძალიან ამსგავსებენ – ელენე პატარა ფერიას ჰგავს. ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.
View this post on Instagram
ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.
View this post on Instagram
ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი ამბობდა, რომ ირაკლი მეუღლისთვის დროს ვერ პოულობდა, ორსული ნინი კი მთელი დღის მანძილზე სახლში მარტო იყო. მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს. ნინი ბადურაშვილის თქმით, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად. ირაკლი კუტალაძეს თითქმის 3 წელია, ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და შვილი. ელენეც შარშან ახალ წელს მამასთან შეხვდა.