COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.443-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 208.951 (ბოლო 24 საათში – 2.638) ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.480 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.287 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0