Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დღემდე ვერ მიპატიებია, რომ არ მივედი“ – დალი ჩიტალაძის ტრაგიკული ცხოვრების უცნობი ისტორია

© Photo: Dali Chitaladze / FBდალი ჩიტალაძე
დალი ჩიტალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდის ბლოგერმა საზოგადოებას გაუმხილა, როგორ დაკარგა ოჯახის წევრები. ნახეთ რას ყვება „მასტერშეფის“ მონაწილე.

გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე იყო, რომელმაც მისი ცხოვრების ორ ტრაგედიაზე ისაუბრა, მას და და ძმა ჰყავს გარდაცვლილი.

ცნობილი მოდის ბლოგერის ძმას იარაღი გაუვარდა და მის დაკრძალვაზე ის ვერ ჩამოვიდა ამერიკიდან. რაც შეეხება მის დას, დალი ჩიტალაძე იხსენებს, რომ დამ, დიანამ დაიძინა და არ გაიღვიძა.

„ეს არის ჩემი სატარებელი ჯვარი, რომელიც ვერ მომიშუშებია. იმ ტრაგიკულ ღამეს არ ვიცოდი, რომ დიანა ცუდად იყო. ანორექსია ჰქონდა. ვიცოდი ნერვიულობდა თავის შვილზე, პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა. მთელი დღე მინდოდა მივსულიყავი და გამომეყვანა, დღემდე ვერ მიპატიებია, რომ არ მივედი, არ მოვეფერე, რომ არ ვაჭამე და ა.შ. მისი შვილი ჩემთან იყო და მითხრა, დილით ჩამოვალო. შინაგანი ხმა მეუბნებოდა: წადი, წადი. დილას გავიღვიძე და…” – გაიხსენა დალი ჩიტალაძემ.

გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალბატონი – დალი ჩიტალაძეზე ხშირად ამ ეპითეტებით საუბრობენ. მოდის ექსპერტი ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გადაცემა „მასტერშეფის“ შემდეგ გაიზარდა. მოდის ექსპერტი 57 წლის გახლავთ და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

როგორც დალი ინტერვიუებში ჰყვება, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. წერდა სიმღერებსაც, თუმცა მოდა ყოველთვის პირველი იყო მის ცხოვრებაში. მუდამ მომღიმარი და პოზიტიური დალი ჩიტალაძის ცხოვრება არც ისე მარტივად წარიმართა. მიუხედავად უდარდელი და ხალისიანი ბავშვობისა, მას მარტო, შვილთან ერთად ემიგრაციაში მოუწია ყოფნა, სადაც „ვერსაჩეს“ სახლში მუშაობამდე რესტორანში მღეროდა.

ყველა ახალი ამბავი
0