პატრულ-ინსპექტორები საქართველოში დამზადებული ახალი უნიფორმებით გააგრძელებენ მუშაობას

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgiaსაპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ფორმები გადაეცათ
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ფორმები გადაეცათ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილი ქურთუკები და ფეხსაცმელები, რომლებიც საქართველოშია შეკერილი, ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის 4 ათას თანამშრომელს დაურიგდა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ფეხსაცმელები მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის საქართველოში შეიკერა და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgiaსაპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ფორმები გადაეცათ
პატრულ-ინსპექტორები საქართველოში დამზადებული ახალი უნიფორმებით გააგრძელებენ მუშაობას - Sputnik საქართველო
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ფორმები გადაეცათ

უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრომ ზამთრის სამუშაო ფორმა თანამშრომლების პირობების გაუმჯობესების მიზნით შეცვალა.

„საპატრულო პოლიციის სამუშაო რეჟიმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნიფორმის შექმნისას გათვალისწინებულია როგორც მისი კომფორტულობა, ასევე თერმორეგულაციის კომპონენტი და ხარისხი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ზამთრის ახალი უნიფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის 4 ათას თანამშრომელს დაურიგდა.

ყველა ახალი ამბავი
0