შრომის ინსპექციამ წესების დარღვევისთვის 36 ობიექტი დააჯარიმა

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი კაფეები და რესტორნები
დაკეტილი კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის დიდ ქალაქებში ახალი წლის მოახლოების გამო 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. მაღაზიები შეზღუდული დღის გრაფიკით და დამატებითი რეგულაციებით მუშაობენ.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ 37 ათასზე მეტი ობიექტი შემოწმდა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ფერაძის განმარტებით, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში ჯამში საქმიანობა შეუჩერდა 6 ათასზე მეტ ობიექტს და დაჯარიმდა 36 ობიექტი.

პოლიცია პირბადის ტარების წესს აკონტროლებს - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინა

26-27 დეკემბერს შემოწმდა 2779 ობიექტი, მათ შორის 54 სავაჭრო მოლის ტერიტორია. მონიტორინგით დადგინდა, რომ 20 ობიექტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, 69 ობიექტი საქმიანობას პროტოკოლის სრული დაცვით ახორციელებდა.

„843 ობიექტზე კი პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და, სამწუხაროდ, დაჯარიმდა 2 ობიექტი სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ზოგადი ვითარება საკმაოდ დადებითია და როგორც სავაჭრო ობიექტების, ასევე მოსახლეობის მხრიდან დადებითი დინამიკა შეინიშნება, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა იყოს.

„შაბათ-კვირის განმავლობაში ობიექტები, რომლებსაც მიეცათ მუშაობის უფლება, იცავდნენ პროტოკოლის მოთხოვნებს. მოსახლეობის მხრიდანაც შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა არ მინდა ეს იყოს მოდუნების საფუძველი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

წინასაახალწლო ვაჭრობა - Sputnik საქართველო
ბექა ფერაძე: სავაჭრო ობიექტებში ნაკადების მართვა ორგანიზებული იყო

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საკოორდინაციო საბჭომ მუშაობის განახლების უფლება მისცა. ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, მათთვის მუშაობის განსაზღვრული წესებია დადგენილი. შრომის ინსპექციის გარდა, ობიექტების მონიტორინგში მათთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური და საპატრულო პოლიცია. 

ყველა ახალი ამბავი
0