Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უფრო ლამაზი იყავი, არ გეწყინოს“ – შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა. ნახეთ რა დაუწუნეს ცნობილ მოდელსა და ტელეწამყვანს.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამზე“ მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლების კრიტიკა დაიმსახურა.

„წარბები არ მომწონს. იტყვი არც გაწონებო, მაგრამ ნეტავი შეგახედა სხვისი თვალით. წარბები გაისწორე, სიმრგვალე მიეცი, არაბის შეხედულებას გაძლევს“, – უწერენ შორენას კომენტარს. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებიან შორენას სხვა ხელმომწერებიც.

„თვალები დაიკარგა იმხელა წარბებია“, „თეთრმა ფაფუკმა ქუდმა გამოკვეთა თქვენი შავი წარბები“, „საშინელებაა“, „ბიჭო აი ეს წარბები რას ჰგავს, თავის დამახინჯება როგორ გევასებათ“, „წარბები ძალიან მკვეთრია, ტუჩებიც ძალიან დიდი. ავთენტურობას დაუბრუნდი, უფრო ლამაზი იყავი. არ გეწყინოს, ცუდად არ მიიღო“ – უწერენ მსახიობს კომენტარებს.

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

როგორც საკუთარ გადაცემაში „შორენას ეფექტი“ ტელეწამყვანმა აღიარა, ქმარს იმიტომ დაშორდა, რომ მძიმე წუთებში, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში თვეების განმავლობაში იმყოფებოდა, „ქმარი თბილისში ერთობოდა“.

შორენამ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად შეყვარებულია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. სოციალურ ქსელში სტატუსიც შეცვალა და ამჟამად ქალის შესახებ გამოქვეყნებულ პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის ურთიერთობაში იმყოფება.

მოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ცოტა ხნის წინ საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთშია გადაღებული, სადაც ზაფხულში შორენა საყვარელ მამაკაცთან ლაშა ბარათელთან ერთად ისვენებდა.

ყველა ახალი ამბავი
0