ქუთაისის ბაზრობის მოვაჭრეებმა მუშაობის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliდაკეტილი ბაზრობა
დაკეტილი ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის ბაზრობის მოვაჭრეების განცხადებით, ბაზრობაზე სოციალური დისტანციის და ყველა სხვა რეგულაციის დაცხვა შესაძლებელია

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისის ბაზრობის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრობის გახსნას მოითხოვენ, იუწუება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. იმ დღიდან ყველა სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა (გარდა აგრარული ბაზრისა) დაკეტილია. მთავრობის მაშინდელი გადაწყვეტილებით, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო, კერძოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებდნენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები. აღდგებოდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდა და ღია და დახურული ტიპის ბაზრობებს არ შეეხო.

ლილოს ბაზრობა - Sputnik საქართველო
„ლილო მოლი“ გახსნის ნებართვას ითხოვს: ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოს მიმართა

ბაზრობის თანამშრომლების თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მათ მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ისინი რეგულაციების გადახედვას და რამდენიმე დღით მუშაობის უფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები მუშაობას 16 იანვრიდან განაახლებენ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდა. დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

 

ყველა ახალი ამბავი
0