COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და მათმა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.313-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 196.220 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 396, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.969 პაციენტია. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0