„მოგვეცით მუშაობის უფლება": ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

© Sputnik / STRINGERმოვაჭრე
მოვაჭრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა, მათ შორის, არ გაიხსნა ბაზრობები. მუშაობას მხოლოდ აგრარული ბაზრები აგრძელებენ.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. აჭარაში ყველაზე დიდი, ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებმა მუშაობის ნებართვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ხოფის ბაზრობა, ისევე, როგორც სხვა მსგავსი დაწესებულებები, არ აღმოჩნდნენ იმ ობიექტების ჩამონათვალში, რომლებმაც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში საქმიანობის განახლების უფლება მიიღეს. 

სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
„გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმროთ“ – „სითი მოლი“ მოსახლეობას მიმართავს

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინიც შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და ნებართვის მიღების შემთხვევაში რეგულაციების მკაცრი დაცვით მუშაობის პირობას დებენ.

„ერთი კვირით მოგვცენ მუშაობის უფლება. საბანკო დავალიანებები გვაქვს. ვეცდებით ყველანაირი წესი დავიცვათ. ახლა თუ ზამთრის საქონელი ვერ გავყიდეთ, ფინანსური კრიზისი შეგვექმნება", – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ბაზრის დირექტორის ზვიად მიქელაძის თქმით, მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, ადმინისტრაცია მოიჯარეების დახმარების გარეშე უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას ვერ შეძლებს.

„მესმის მათი მოთხოვნები და სოციალური მდგომარეობა, თუმცა, მხოლოდ ამ ბაზრობაზე კორონავირუსით 22 მოიჯარე გარდაიცვალა. მარტო ადმინისტრაცია ვერ უზრუნველვყოფს რეგულაციების დაცვას, მოიჯარეებმაც უნდა აიღონ პასუხიმგებლობა“, – განაცხადა მელიქაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხოფის ბაზრობაზე დაახლოებით 3 ათასი ადამიანია დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0