Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გოგო, ეთერში ხარ!“ – ირინა ონაშვილი პირდაპირ ეთერში უხერულ ვითარებაში აღმოჩნდა

© courtesy of Irina Onashviliირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მოდელი ახლა უკვე შეუდარებელი ტელეწამყვანი გახდა, თუმცა ეთერში კურიოზები მის პრაქტიკაშიც არ არის უცხო. ირინა ონაშვილისა და რატი დურგლიშვილის სახალისო ვიდეო.

რატი დურგლიშვილსა და ირინა ონაშვილს ახლა განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ. ცნობილ სახეებს „TV პირველის“ ეთერში შუადღის გადაცემა მიჰყავთ. უქმეებზე მორიგი გადაღებისას ირინა ონაშვილს პირდაპირ ეთერში ყოფნა სულ დაავიწყდა და რატი დურგლიშვილის ობიექტივისთვის თავდავიწყებით პოზირებდა. სახალისო ვიდეომ დიდი ყურადღება მიიპყრო, ირინა ონაშვილი კი სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა.

რამდენიმე წამის მანძილზე რატი ირინას ფოტოებს უღებდა, ირინა კი რატის ობიექტივის ცენტრში მოექცა და მოდელობის პერიოდის გახსენება გადაწყვიტა. მას სამახსოვროდ ლამაზი კადრები დარჩა, მაგრამ შენიშვნაც მიიღო. „ეთერში ხარ, გოგო!“ – გაისმა კადრს მიღმა ხმა. ამის შემდეგ ცნობილი სახეები მოწესრიგდნენ და გადაცემის წაყვანას შეუდგნენ.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე ფერადი დღესასწაული „თბილისობა“ პანდემიის გამო გადაიდო, ცნობილმა სახეებმა ქალაქის დღის აღნიშვნა მოახერხეს. მათ შორის აღმოჩნდნენ რატი დურგლიშვილი და ირინა ონაშვილიც. „სამოსელი პირველის“ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავები ქალაქის ძველ უბნებში გამოჩნდნენ და დაუვიწყარი ფოტოსესია მოაწყვეს.

ამის შემდეგ დაიწყო მათი ურთიერთობა და თანამშრომლობა. როგორც ჩანს, პოზიტიური ტელესახეები აქტუალობას არ კარგავენ. მათ შაბათ-კვირის გადაცემა „TV პირველის“ ეთერში ესმა კუნჭულიასთან, ანა ქურთუბაძესთან და ზალიკო ჩიქობავასთან ერთად მიჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0