ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით განაცხადების წარდგენის ვადა იწურება

© photo: Sputnikბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიკრიზისული დახმარების პირველი პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო უკვე დაახლოებით 125 ათას მოქალაქეს დაეხმარა.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. 300 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების მიღებაზე ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 24 დეკემბერს იწურება.

კომპენსაციის თაობაზე განაცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო, თანხის ჩარიცხვა, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დასრულდება. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაახლოებით 105 ათასი განაცხადია რეგისტრირებული.

საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში გარკვეული სფეროების, მაღაზიებისა და ბაზრობების ნაწილის მუშაობაზე შეზღუდვები დააწესა და აღნიშნულ სეგმენტში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

მეიდანი - Sputnik საქართველო
ერთჯერადი კომპენსაციის მიღების მსურველთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კერძო მეწარმეებს, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობენ; ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ დასაბეგრ საქმიანობას ეწევიან; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს; ინდივიდუალურ მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებს. ჩამოთვლილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი დახმარების მიმღებთა კატეგორიას ბოლოს დაემატა პირები, რომლებსაც 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში დაერიცხათ ხელფასი, მაგრამ შემოღებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ამის შემდგომ ანაზღაურება არ მიუღიათ. ადრე კომპენსაციის მისაღებად აუცილებელი პირობა იყო შეზღუდვების დაწესების დღიდან ხელფასის არქონა.

შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას და სამი დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უგზავნის, რომელიც კონკრეტულ პირებს, თავის მხრივ, სამი დღის ვადაში თანხას ჩაურიცხავს.

კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს თვითდასაქმებულის ან დამსაქმებლის მიერ ვებ-გვერდზე eservices.rs.ge.

 

ყველა ახალი ამბავი
0