გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება

© Sputnik / STRINGERადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, რომელიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გასტანს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ საჭიროა ზრდის ინტენსივობა მაქსიმალურად დაბალ დონეზე დარჩეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
რომელი შეზღუდვები მსუბუქდება და რომელი რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან: სრული ჩამონათვალი

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდება. დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნება. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

„საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების, კერძოდ, სავაჭრო ობიექტების გახსნის შესახებ რთული, დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კორონავირუსის მაჩვენებელი გარკვეულად გაიზრდება, მაგრამ ზრდის ინტენსივობა მაქსიმალურად დაბალ დონეზე უნდა იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაემორჩილონ რეგულაციებს, რათა სტაბილური იყოს კლების მაჩვენებელი ქვეყანაში. 

„არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულიად მოკრძალებული, რომ ჩვენ იანვრის განმავლობაში, რამდენადაც შეგვეძლება, შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა. მთავრობის გადაწყვეტილებით ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის თავიდან ასარიდებლად, შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება.

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავაჭრო ცენტრებმა 24 დეკემბრიდან>>

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ. 

ყველა ახალი ამბავი
0