თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 264 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეებში 59 პირი იმყოფება.
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>>
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 132 კოვიდ-პაციენტი გადის, მათ შორის, საშუალო სიმძიმის – 85, მძიმე – 5. „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე – 11. ფოთის კლინიკაში იმყოფება 32 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 7 პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 37 პაციენტი.
გასულ დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 354-ს მიაღწია, გარდაიცვალა ორი პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია